ლუკა ბისტროვი
ლუკა ბისტროვი | |
---|---|
სრული სახელი | ლუკა ბონიფატის ძე ბისტროვი |
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1887 |
დაბადების ადგილი | პოპოვკა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 23 აგვისტო, 1916 |
საქმიანობა | მწერალი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ჟანრი | პოეზია |
ლუკა ბისტროვი (რუს. Лука Вонифатьевич Быстров; დ. 11 ოქტომბერი, 1887, პოპოვკა, რუსეთის იმპერია — გ. 23 აგვისტო, 1916) — რუსი სასულიერო მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუკა ბისტროვი 1887 წლის 11 ოქტომბერს სოფელ პოპოვკაში დაიბადა. მისი პაპა სოფლის მღვდელი იყო. პაპა შვილიშვილს წერა-კითხვას საეკლესიო წიგნებით ასწავლიდა და შემდეგ ლუკა შვიდი წლის ასაკიდან უკითხავდა მრევლს ეკლესიის კლიროსში.
მალევე მისი მამა, რომელიც ასევე ღვთისმსახური იყო ოჯახთან ერთად დონის ოლქის შორეულ რაიონში გადასახლდა. იქ ლუკა არითმეტიკასა და წერა-კითხვას კაზაკი ოფიცერისაგან სწავლობდა. სასიმღერო მონაცემების გამო, ლუკა 15 წლის ასაკიდან ტაძრის ერთ-ერთ კლიროსში გუნდის მთავარი მომღერალი იყო. ორი წლის შემდეგ ლუკა ბისტროვი დონის მეორე ოლქის სტანიცა ნიჟნე-ჩირსკში დამკვიდრდა. სადაც მწერლობით დაკავდა და მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა. 1908 წელს გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ლუკა ბისტროვმა სახალხო მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თავისი ბრაზიანი საქციელის გამო ის კონსტანტინოვკის ციხეში მოხვდა.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მან მასწავლებლობა მიატოვა და თვითგანათლებით დაკავდა, ნოვოჩერკასკში სწავლობდა ორწლიან კურსებზე, აიღო ატესტატი და საეკლესიო-საგანმანათლებლო და ლიტერატურული საქმიანობით დაკავდა.
ლუკა ბისტროვი 1916 წლის 23 აგვისტოს ფრონტზე დაიღუპა.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუკა ბისტროვის ნაწარმოებები 1908 წლიდან ქვეყნდებოდა. თავისი ნაწარმოებების სიუჟეტებს ის სტანიცა ნიჟნე-ჩირსკის სიცოცხლით სავსე ცხოვრებიდან იღებდა. თავის მოთხრობებსა და ნარკვევებში ის კაზაკთა ცხოვრების კოლორიტს აღწერდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში - „Церковь“, „Церковное пение“ და სხვა.
სტატიებში „Доля горькая“, „На борьбу с пьянством“, „Миссионерский подлог“, „Владыка“, „Самообман“, „Хоровое пение“, „К уставщикам и певцам“, „Повесть старого леса“ ის თანამედროვე ცხოვრების სულიერი და კულტურული საკითხების წამოწევას ცდილობდა.
ბისტროვის ცნობილი ნარკვევებია: „Психология отступничества“, „Вольтер о нетерпимости“, „К вопросу о певческих книгах“. ლუკა ბისტროვის წიგნები და თხზულებები გამოიცემოდა რევოლუციამდელ მოსკოვში, პეტერბურგსა და კიევში.